მამამ შვილის გადასარჩენად წონაში 51 კილოგრამი დაიკლო

129
SHARE
61 წლის ბარრი სოუკსი, ინგლისის ქალაქ ლოსტოკ ჰოლლიდან, 127 კილოგრამს იწონიდა. ექიმებმა უთხრეს, რომ ის შვილისთვის დონორი  ჭარბი წონის გამო ვერ გახდებოდა.
როდესაც ბარრის შვილი, ალანი, ჯერ კიდევ მოზარდი იყო, მას სიმსივნის იშვიათი ფორმა დაუდგინეს. ბიჭს უთხრეს, რომ  რამოდენიმე თვის სიცოცხლეღა დარჩა. მწუხარებით განადგურებული მისი ოჯახი მკურნალობის შედეგებს ელოდა. სასწაული მოხდა- ალანი მართლაც უკეთესობისკენ წავიდა, მაგრამ უამრავი ქიმიოთერაპიის შემდეგ, მას თირკმელებზე შეექმნა პრობლემები.

ახლა ალანი დოქტურანტურაზე სწავლობს, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, მანჩესტერის უნივერსიტეტში. ასევე, სიმსივნეზე მკურნალობას განაგრძობს. ექიმების თქმით, მას შესაძლოა, თირკმლის დონორი დასჭირდეს, ამისთვის ყველაზე საიმედო ნათესავები არიან, განსაკუთრებით კი მამა. ბარრი მაშინვე დათანხმდა ოპერაციაზე, მაგრამ მას დონორობა ჭარბი წონის გამო არ შეეძლო. მან ჩათვალა, რომ უბრალოდ ვალდებული იყო დაეკლო წონაში, რათა შვილის სიცოცხლე გადაერჩინა. ბარრიმ პერსონალური ტრენერი დაიქირავა და ვარჯიშითაც აქტიურად დაკავდა.
“თუ კი მას რამე შეემთხვეოდა და მე ვერ შევძლებდი დახმარებას, ამას ვერ გადავიტანდი”, – ამბობს ბარრი.
ბარრი ყვება, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას ცოლი და ქალიშვილი გვერდში ედგნენ, რომელთა გარეშეც ის ვერაფერს შეძლებდა.
შედეგად ბარრიმ 51 კილოგრამი დაიკლო და ახლა 76 კგ.-ს იწონის. ესე იგი მას შეუძლია გახდეს დონორი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადამიანისთვის.
“ჩემმა შვილმა და ცოლმა ამას ჩემთან ერთად მიაღწიეს, ესე იგი მათაც გაიმარჯვეს”.

Comments

comments