ზაფხულის 5 მამაკაცური ტრენდი

141
SHARE

ზაფხულის სეზონი პიკს აღწევს. ადამიანები შეეგუვნენ ცხელ ამინდებს და იქცევიან ისე, როგორც ივლისს შეეფერება. თბილისში ჩარჩენილები სხვადასხვა საშუალებით ცდილობენ დასვენებას. გთავაზობთ 5 ყველაზე პოპულარულ დასასვენებელ ტრენდს თბილისური ყოფა-ცხოვრებიდან.

1. დილით აივანზე გამოსვლა, გაზმორვა და კარგად მომრგვალებულ მუცელზე ხელების ტყაპუნი. საუზმის მიღება ყავასთან ერთად და ერთი ღერი თამბაქო.

2. აწეული მაისურით ქუჩაში გამოსვლა, ტელეფონზე საუბარი და ისევ – მუცელზე ხელების წრიული მოძრაობით მასაჟი.

3. ადგილობრივ მაღაზიაში შესვლა, ნისიად 100 გრამი არყის მირთმევა, მაღაზიიდან გამოსვლა და ისევ მუცელზე ხელის ტყაპუნი.

4. სახლის გრილ ადგილზე მდგარ აივანზე წამოკოტრიალება, ტელევიზორის ჩართვა და დედის გინება ერთ-ერთ არხზე გამოსული ჟურნალისტების მიმართულებით.

5. მაცივრის გამოღება, ჩაციებული აჯაფსანდალის მირთმევა, ადგილობრივ სუპერმარკეტში გასვლა და ისევ – ნისიად 200 გრამი “ვოდკას” მირთმევა და აკეცილი მაისურიდან მომზირალ მუცელზე ხელების წრიული მოძრაობით განტვირთვა.

სალომე ეპიტაშვილი

FB კომენტარები

კომენტარი