ზაზა შენგელია ნინა სუბლატზე – ამ გოგომ აშკარად იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს

278
SHARE

ზაზა შენგელია ვენაში ჟიურის წევრებთან ერთად ნინა სუბლატის გამოსვლას დაესწრო და სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა:  “გუშინ, ჟიურის სხვა წევრებთან ერთად ვუყურე „ევროვოზიის“ კონკურსის პირველი დღის გენერალურ რეპეტიციას, პირდაპირ ეთერში ვენიდან უნდა გითხრათ პირდაპირ: აღფრთოვანებული ვარ ნინა სუბლატის გამოსვლით. ამ გოგომ აშკარად იცის რა აქვს სათქმელი, ზოგადად რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. გარწმუნებთ, ძალიან დიდი სიამოვნება გელით დღეს საღამოს და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რომელ ადგლის დაიკავებს, აბსოლუტურად არანაირი, რადგანაც ’’ევროვიზიის’’ კონკურსზე ხმის მიცემის სისტემა ძალიან პოლიტიზირებული და არაობიექტურია და ამ მოცემულობაში ხუთეულში ან თუნდაც ათეულში მოხვედრაც კი უდაოდ დიდი მიღწევა იქნება ჩემი აზრით.
მთავარია ის ინდივიდუალიზმი, ექსპრესია, დინამიკა და საოცარი ემოცია, რომელსაც დღეს საღამოს ნინა სუბლატი შემოგთავაზებთ მე ვამაყობ მისით. მოხარული ვარ, რომ ნინას საკონკურსო სიმღერა ’’ბრავო რექორდსში’’ ჩაიწერა და მთელი გუნდით, წარმატებებს ვუსურვებთ მას. Go Nina Go ! and Good Luck !” – წერს ზაზა შენგელია ფეისბუქში.

FB კომენტარები

კომენტარი