ზაზა შენგელია: ვისურვებდი “ბრავო რექორდსი” Grammy-ის დაჯილდოების ცერემონიალზე ქართველი მუსიკოსების ნამუშევრებით წარსდგეს

313
SHARE

​”ბრავო რეკორდსის” პრეზიდენტმა, ზაზა შენგელიამ სოციალურ ქსელში ის ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა, რომელიც „ბრავო რექორდსშია“ ჩაწერილი და GRAMMY-ის უმაღლესი მუსიკალური ჯილდო მიიღო. როგორც თავად წერს, სიმღერის ჩაწერაში პანკისელ ქალთა ანსამბლი ”აზნაში” და ირაკლი ახალაია (ჩონგური) მონაწილეობდნენ.
“​ეს გახლავთ სწორედ ის სიმღერა, რომელიც ”ბრავო რექორდსში” ჩაიწერა, რომელიც რეპერ Residente-ს ალბომში შევიდა და რომელმაც 3 დღის წინ Grammy-ის უმაღლესი ჯილდო მოიპოვა. სიმღერას ჰქვია ”ომი” (Guerra) და შესანიშნავი კლიპიც შესაბამისი სულისკვეთებით და ძალიან შთამბეჭდავადაა გადაღებული. სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობდნენ პანკისელ ქალთა ანსამბლი ”აზნაში” და Irakli Akhalaia (ჩონგური). ხმის რეჟისორი Alekø Berdzenishvili, Very Well Done Maaaan    ყველას, ყველას, ყველას კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მოლოცვისათვის. საქართველოს ხიდი Grammy-სთან უკვე გადებულია. ძალიან მინდა ვისურვო, რომ მომავალში ”ბრავო რექორდსი” Grammy-ის დაჯილდოების ცერემონიალზე წარსდგეს ქართველი და არა პუერტო-რიკოელი მუსიკოსების ნამუშევრებით”,-წერს ზაზა შენგელია.

FB კომენტარები

კომენტარი