ზაზა გაბედავა: მგონი, „ნაცებს“ სუხიშვილების ფარული სექსიც აქვთ გადაღებული და ეშინიათ, რომ არ გამოუქვეყნონ

353
SHARE

სუხიშვილების მონაწილეობას უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერ აქცია – კონცერტში საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

„სუხიშვილები! არ გრცხვენიათ“? – ასეთი გამოხმაურება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს ახლავს, სადაც სუხიშვილები უკრაინის დროშით ღია ცის ქვეშ, შუა ჭავჭავაძის გამზირზე რუსეთის საელჩოს შენობის წინ ცეკვავენ.

„ნინო და ილიკო საფლავში ტრიალებენ!“; „სამწუხაროდ, სუხიშვილები ნაცმეხოტბეები იყვნენ ყოველთვის და ასევე დარჩნენ, სირცხვილი მათ!”; „სუხიშვილები და ნაცები, მეტი ვინმე დაინახეთ, საპროტესტოდ გამოსული”; „ეტყობა, სუხიშვილებიც დაშანტაჟებული ჰყავთ…. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ“; „ცეკვავენ ხალხის ნერვებზე და ხელფასები და სახლებიც ურიგდებათ შესრულებადობით”;

„სუხიშვილები! არ გრცხვენიათ? თქვენი პროტესტი არ მახსოვს მიშას ჯოჯოხეთში! შინ რომ საკუთარი ქალი პატიმრები და დედები არ გახსოვთ, ამ მკვლელ სავჩენკოზე რა ვენებს იხსნით? თქვენ ნაციონალური საგანძური ხართ თუ ნაციონალური მოძრაობა?“- წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

სუხიშვილების აქცია-კონცერტში მონაწილეობას სოციალურ ქსელში რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავაც გამოეხმაურა. გაბედავა მიიჩნევს, რომ სავჩენკო უნდა დაისაჯოს. აქვე გამოთქვამს ეჭვს, რომ სუხიშვილებს შესაძლოა, ფარული ვიდეოკადრებით ყოფილი ხელისუფლება აშანტაჟებდეს.

„სავჩენკო მკვლელია და ციხეში უნდა იჯდეს, ამ სუხიშვილებს რა ახტუნავებთ, მაგი მიკვირს, მგონი, „ნაცებს“ სუხიშვილების ფარული სექსიც აქვთ გადაღებული და ეშინიათ, რომ არ გამოუქვეყნონ“,- წერს ზაზა გაბედავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

FB კომენტარები

კომენტარი