ვუსმინე და სრული კრახი გველოდება – რას წერს ნიკა გვარამია “ევროვიზიაზე”

926
SHARE

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია “ევროვიზიაზე” საქართველოს სახელით ჯგუფ ,,ირიაოს” წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მან ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, კონკურსზე სრული კრახია მოსალოდნელი. მისივე შეფასებით, როგორი სიმღერაც არ უნდა იმღერონ, ამ სტილში და ამ სრულიად საშუალო შემსრულებლებით არავითარი პერსპექტივა არ აქვს საქართველოს.
“წელს საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს ჯგუფი “ირიაო”. კვლავ უკონკურსოდ შერჩეული. დაგუგლეთ, მოუსმინეთ და თუ რამე გაიგეთ – ან რას მღერიან, ან როგორ – მეც მომიყევით. ვუსმინე და სრული კრახი გველოდება. როგორი სიმღერაც არ უნდა იმღერონ, ამ სტილში და ამ სრულიად საშუალო შემსრულებლებით (განსაკუთრებით, ის ჩინური/ფეიკი ჰამლეტ გონაშვილი, რომ ჰყავთ) არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს.
მგონი, სერიოზულად უნდა შევისწავლოთ საზმაუზე ვინ და როგორ იღებს ამგვარ გადაწყვეტილებებს ამ ყოვლად საშუალო და ევროვიზიისთვის არაფორმატული ბენდების და შემსრულებლების მიერ ქვეყნის “გაბანძების” თაობაზე”, – წერს ნიკა გვარამია.

Comments

comments