ვუპი გოლდბერგი მარიხუანას პროდუქტების წარმოებას იწყებს

93
SHARE

მსახიობ ვუპი გოლდბერგის განცხადებით, იგი სამედიცინო მარიხუანას პროდუქტების საკუთარი ხაზის შექმნას აპირებს. 

გოლდბერგი მაია ელისაბეთის სამედიცინო მარიხუანას კომპანიას შეუერთდა, რათა აწარმოოს მარიხუანას შემცველი ბალზამები, აბაზანის გელები და კაკაო, რომელთა მიზანიც ქალბატონებისთვის მენსტრუალური ტკივილის შემსუბუქება იქნება.

60 წლის მსახიობის თქმით, ეს პროდუქტები იდეალური იქნება იმ ქალბატონთათვის, რომლებიც არ ეწევიან და მძიმე ტკივილები სტანჯავთ.

გოლდბერგი იმ ცნობადი სახეების მიერ დაწყებულ ტენდენციას აგრძელებს, რომელთაც აშშ-ის რამდენიმე შტატში მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შემდეგ უკვე წამოიწყეს ამ მცენარესთან დაკავშირებული საკუთარი ბიზნესი. მათ შორის არის რეპერი სნუპ დოგი, რომელმაც გასული წლის ნოემბერში მარიხუანას საკუთარი ბრენდი შექმნა.

წყარო:http://1tv.ge/ge

FB კომენტარები

კომენტარი