ვულკანის მოულოდნელი ამოფრქვევა ახალ ზელანდიაში – გარდაცვლილია 5 და დაკარგულია 27 ტურისტი (ფოტო)

77
SHARE

ახალ ზელანდიაში ვულკანი მოულოდნელად ამოიფრქვა, იმ კრატერიდან, რომლის ფერდობის დაპყრობასაც ტურისტები ცდილობდნენ. შედეგად, როგორც ცნობილია, გარდაიცვალა 5 ადამიანი, დაშავდა ათობით და 27 ტურისტს ამ დრომდე ეძებენ.

ვაკაარი, ასევე ცნობილი, როგორც თეთრი კუნძული, ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულიდან 48 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. საუბარია ვულკანზე, რომლის კრატერიდან კვამლი და ფერფლი მუდმივად, დიდი რაოდენობით ამოდის, სწორედ ეს არის ტურისტული სეზონი, შესაბამისად უბედური შემთხვევის დროსაც ტურისტები ფოტოებისა და ვიდეობის გადაღებას ცდილობდნენ კვამლის ფონზე.

თეთრი კუნძული მთლიანად ვულკანის კრატერს წარმოადგენს, ისინი კრატერში ღრმად იყვნენ შესულები, რა დროსაც მოხდა ამოფრქვევა. 18 გადარჩენილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა მათ უმძიმესი დაზიანებები აღენიშნებათ. ადგილობრივი ორგანოების განცხადებით, მანამ, სანამ არ დაცხრება საგანგაშო მდგომარეობა, კუნძულზე დაკარგულების სამძებრო ოპერაციის ჩატარება ვერ მოხერხდება.

FB კომენტარები

კომენტარი