ვუდი ალენის ახალ ფილმს კანში „მოკრძალებული“ ოვაციით შეხვდნენ

93
SHARE

რეჟისორ ვუდი ალენის ახალ ფილმს „Café Society“-ს კანში „მოკრძალებული“ ოვაციით შეხვდნენ. ამის შესახებ დასავლური პრესა წერს. ცნობილია, რომ მაყურებელი ფეხზე იდგა და ტაშს 3 წუთის განმავლობაში უკრავდ13219566_1186081774765392_1354571969_nა, რაც კანის ფესტივალისთვის – „თბილ, მაგრამ არა ზედმეტად პოზიტიურ შეხვედრას ნიშნავს“, – წერს უცხოური პრესა.
ფილმის „Café Society“ მოქმედება 1930-იან წლებში ვითარდება. მთავარ როლებს კრისტენ სტიუარტი, ჯესი აიზენბერგი, სტივ კარელი და ბლეიქ ლაივლი ასრულებენ. აღნიშნული ფილმი ალენის კანის ფესტივალზე ნაჩვენები მე-14 ნამუშევარია.
შეგახსენებთ, კანის 69-ე ფესტივალი გუშინ, 1113162308_1186081781432058_1079624550_n მაისს გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე ჯულიანა მური, კატრინ დენევი, კრისტენ სტიუარტი, ნაომი უოთსი და სხვა ვარსკვლავები გამოჩნდნენ. წელს „პალმის ოქროს შტოს“ მისაღებად ერთმანეთს ჯიმ ჯარმუში, პედრო ალმადოვარი, ოლივიე ასაისი, შონ პენი, ნიკოლას ვინდინგი რეფნი და სხვა რეჟისორები შეეჯიბრებიან.

FB კომენტარები

კომენტარი