“ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად ჰქონდა რაღაც მძიმე ქრონიკული დაავადება”

1721
SHARE

კომპოზიტორი მანანა იმედაძე, რომლის რძალიც, 22 წლის სალომე ქემაშვილი, სავარაუდოდ “ღორის გრიპის” ვირუსით გარდაიცვალა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებას, რომ გოგონას ვირუსთან ერთად თითქოს მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, სიცრუეს უწოდებს.
მანანა იმედაძე შესაბამის პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის – ამირან გამყრელიძის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ ჩემს სალომეს ვირუსთან ერთად, ჰქონდა რაღაც მძიმე ქრონიკული დაავადება, რომელსაც თითქოს ვერ აცხადებს ჩვენი, ანუ ოჯახის, თანხმობის გარეშე, რაც არის სრული აბსურდი!!!!!!!!!! ძალიან გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ ასეთი ცრუ განცხადებებისგან, რადგან ოჯახს ისედაც გვეყოფა რა საშინელი ტრაგედიაც დაგვატყდა თავს”, – წერს მანანა იმედაძე.

FB კომენტარები

კომენტარი