ვლადიმერ პუტინმა ყატარის ემირს შევარდენი აჩუქა (ვიდეო)

33
SHARE

რუსეთის პრეზიდენტმა მტაცებელი ფრინველი თამიმ ბინ ჰამად ბინ ჰალიფა ალ ტანის მისი მოსკოვში ვიზიტის დროს აჩუქა. სტუმარმა შევარდენი ჟურნალისტებს „გააცნო“. საჩუქრის გადაცემის ამსახველი კადრები ყატარის ტელეკომპანიამ გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ემირი პუტინს მოსკოვში, კრემლში შეხვდა. მათ ნავთობისა და გაზის საკითხებზე მოლაპარაკებები გამართეს. ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები და ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც განიხილეს.

Comments

comments