ვიცოდით, რომ ქეთი მურუსიძე ნარკოტიკის მომხმარებელი იყო – ახლობლები ნარკორეალიზატორზე საუბრობენ

3321
SHARE

შსს-მ ნარკორეალიზაციის ბრადებით 8 ადამიანი დააკავა. დაკავებულები არიან:   ვიქტორ ჟამუტაშვილი, ქეთი მურუსიძე, თორნიკე ჩუტკერაშვილი, ლაშა მამულაშვილი, ჯემალ (ჯეკო) ელიავა, გიორგი მამუკელაშვილი, მიხეილ (მიკა) მიქაძე და ბორის დარახველიძე.
მათ დაკავებას წინ უძღოდა შსს-ს საგამოძიებო მოქმედებები და ნარკორეალიზაციის ფარული კამერით გადაღება.
დაკავებულებიდან ყველაზე უმცროსი 21 წლის ქეთი მურუსიძეა, რომელიც თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობს. შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებში, სადაც, მათი ცნობით, კლუბ “გალერის” საპირფარეშოში ნარკოტიკის გაყიდვაა ასახული, ჩანს, რომ იგი ნარკოტიკებს კლუბ “გალერის” საპირფარეშოში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდდა.
ქეთი მურუსიძის ერთ-ერთი ახლობელი “მთელ კვირასთან” ამბობს, მის სანაცნობო წრეში ყველამ იცოდა, რომ იგი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი იყო, თუმცა ნარკოტიკების გასაღებაში მისმა შესაძლო მონაწილეობამ ყველას თავზარი დასცა.
“ბავშვობიდან ვიცნობ ქეთის და დედამისს, თუმცა ბოლო პერიოდში თითქმის აღარ ვკონტაქტობდით. ვიცოდით, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი იყო, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ გასაღებაშიც მონაწილეობდა. იმდენად შოკირებულები ვართ, დედამისსაც ვერ ვურეკავთ, რომ დეტალები გავიგოთ. რამდენადაც ვიცი, ის კლუბში არ დაუკავებიათ, მაგრამ მეტი დეტალი არ ვიცი. რაც ვიცნობ, ქეთი არასდროს მუშაობდა, მაგრამ კლუბური ცხოვრება სულ მოსწონდა”, – ამბობს მურუსიძის ახლობელი.
“მთელი კვირის” ინფორმაციით, გოგონა ჩართული იყო არასამთავრობო სექტორის საქმიანობაში. იგი ტრენინგებისა და სემინარების საშუალებით საკუთარ ნარკოდამოკიდებულებაზე გამოცდილებას უზიარებდა მსმენელებს.
მისი მეგობარია ერთ-ერთი დაკავებული მიხეილ (მიკა) მიქაძე, რომელიც კიევში სწავლობდა და საქართველოში ბოლო პერიოდში დაბუნდა. ისიც 21 წლისაა.
“გალერის” დაცის წევრი ვიქტორ ჟამუტაშვილი 30 წლისაა. შსს-ს ინფორმაციით, იგი ნარკოტიკებს კლუბშივე ყიდდა.
26 წლისაა დაკავებული ლაშა მამულაშვილი, ბორის დარახველიძე – 23-ის, თორნიკე ჩუტკერაშვილი – 24-ის, ჯემალ (ჯეკო) ელიავა – 24-ის, ხოლო გიორგი მამუკელაშვილი – 30-ის.
აღსანიშნავია, რომ, ვიდეოჩანაწერების მიხედვით, ნარკოტიკული საშუალებების გასაღება უშუალოდ კლუბში მხოლოდ “გალერიში” მოხდა, “ბასიანსა” და “ხიდში” კი – მიმდებარე ტერიტორიებზე. ყველა დაკავებული პირი ნარკოტიკის გადაცემის პროცესში მესამე პირს ახსენებს და მყიდველს ფასზე მოლაპარაკებას მასთან ურჩევს.

წყარო:http://www.resonancedaily.com

Comments

comments