ვიქტორია ბექჰემმა 16 წლის შვილის, რომეოს შეყვარებული მოიწონა

201
SHARE

უცხოური მედიის ინფორმაციით, 16 წლის რომეო ბექჰემი მსახიობ მილი ბობი ბრაუნს ხვდება. ამის შესახებ კი რომეოს სახელგანთქმულმა დედამ, ვიქტორია ბექჰემმაც იცის და წყვილს გულშემატკივრობს კიდეც. გამოცემა The Sun-მა წყვილის ურთიერთობის დეტალები სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დაადგინა.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, 15 წლის მილი ბექჰემებს, პირველად, 2016 წელს, იუნისეფის იუბილეს გალა კონცერტზე შეხვდა; თუმცა, ახალგაზრდებს შორის სერიოზული ურთიერთობა სულ ახლახან დაიწყო და, წყაროების თქმით, ეს ყველაფერი ჯერ საწყის ეტაპზეა. წყარო ამბობს: „ ჯერ ურთიერთობის დასაწყისია, მაგრამ ეს ძალიან საყვარელი წყვილია.
„პოშმა“ ( ვიქტორია ბექჰემი) შვილს ამ ურთიერთობაზე თანხმობა მისცა, თანაც მილის დიდი ფანია”.
რომეო ბექჰემის საჯარო სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ცნობილი არ ყოფილა. მილი კი ამერიკელ მომღერალს, ჯეიკობ სარტორიუს 2018 წლამდე ხვდებოდა.
მილი ბობი ბრაუნი მოდელიცაა, განსაკუთრებული პოპულარობა კი „Netflix”-ის ფილმ Stranger Things-ში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა.

FB კომენტარები

კომენტარი