ვის უხდის მადლობას სახლში დაბრუნებული ალექსი პეტრიაშვილი

83
SHARE

რესპუბლიკური საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებული ალექსი პეტრიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მეუღლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და საავადმყოფოს პერსონალს მადლობას უხდის.
„ამ ფოტოს რომ სახლში გადავიღებდი ისევ, ერთი წამით არ დამიკარგავს იმედი, მაგრამ არ შემიძლია არ ვამხილო მთავარი დამნაშავეები იმისა, რომ მე ისევ ჩემს ეკასთან ერთად სახლში ცხელ ჩაის გეახლებით! მაშ ასე: ლევან თოხაძე, დავით ლოლაძე და გიორგი ასათიანი, ავთო იმედაძე, ვლადი პაპავა და ლევან დონაძე, გივი და ნიკუშა, ქალბატონები მაკა და გულიკო, უმაგრესი ექთნები მორიგეები მადონა, ნიკოლოზი, როინი, აბო, ია და ნათიები, ხათუნა და მარიამი – თუ გამომრჩა ვინმე, შემიძლია ჩაქუჩს დავაბრალო! დიდი მადლობა რესპუბლიკურის მესასწაულეებს! ადამიანურად რო შეგაყვარებენ თავს და კიდე ფეხზე წამოგაყენებენ, მერე ვერც ჩაქუჩი გაჩერებს და ვერც მაყუჩი! ამრავლოს ღმერთმა კეთილი ძლიერი და გულისხმიერი ადამიანები! მადლობა თქვენ! მალე შევრკინებოდეთ ფეოლებო!“ – წერს პეტრიაშვილი.

FB კომენტარები

კომენტარი