ვის ემუქრება თამუნა მუსერიძე

64
SHARE

თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში მუქარის სტატუსს აქვეყნებს. ”მართლა მიხარია, ჩემი ფოტოებით, ვიდეოებით, სოციალური ქსელით და თითოეული გადადგმული ნაბიჯით რომ ცხოვრობთ მთელი სადაქალო. მაგრამ არ მიხარია, ახალგაზრდა გოგოებს სხვა საქმე რომ არ გაქვთ. არც ის მიხარია, ინკუბატორის წიწილებივით, გარეგნულად ერთმანეთს ძალაუნებურად რომ ემსგავსებით, ელემენტარული შემოსავლის გამო. ალბათ კარგად ხვდებით, აქამდე მარტო იმიტომ არ ამოგწყვიტეთ, რომ ცოტა მეცოდებოდით. მაგრამ! ერთ ადგილს თუ არ დააყენებთ (ვიცი, რთულია, ფულს ამით შოულობთ), ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით და ეს შეხვედრა თქვენს სასიკეთოდ ნამდვილად არ დასრულდება. ახლა კიდევ დასხედით “ლიფებით და ტრუსიკებით” მოტანტალე გოგოები და სათითაოდ ყველას “კედელზე” განიხილეთ ჩემი “აყვავებული” სტატუსი”, – წერს თამუნა.

FB კომენტარები

კომენტარი