ვის დარჩება პრინცის მემკვიდრეობა – 1 მილიარდი დოლარი?

72
SHARE

 

გარდაცვლილი მომღერლის – პრინცის მემკვიდრეობის საკითხმა პრესაში განხილვების დიდი ტალღა უკვე გამოიწვია. ცნობილია, რომ პრინცს ანდერძი არ დაუტოვებია, ამიტომ კითხვა: ვის დარჩება მუსიკოსის ქონება? – ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალურია. საუბარი ხომ თითქმის 1 მილიარდ დოლარზეა. კანონმდებლობით, პრინცის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება მის უახლოესს ნათესავს უნდა დარჩეს, – უმცროსს დას თიკა ნელსონს. თიკა პრინცზე 2 წლითაა პატარა. მის ბიოგრაფიაში წარუმატებელი მუსიკალური კარიერის გარდა ასევე პროსტიტუცია და აკრძალულ პრეპარატებთან დაკავშირებული პრობლემები ფიგურირებს, – წერს უცხოური მედია. „მე 2 პატარა შვილის მარტოხელა დედა ვიყავი. დიახ, მე ჩემი სხეულით ვაჭრობა საჭმლისთვის, ფულისთვის და პამპერსებისთვის მიხდებოდა. მე ჩავდე მანქანა, რომელიც ოდესღაც პრინცმა მაჩუქა და გავყიდე ჩვენი ტელევიზორი იმისთვის, რომ ჩემთვის მორიგი დოზა მეყიდა“, – განაცხადა თიკამ ერთ-ერთ ინტერვიუში 2003 წელს. ცნობილია, რომ 2000 წელს პრინცმა დას სარეაბილიტაციო ცენტრში დაწოლა აიძულა, რამაც თიკას უშველა. ამის შემდეგ პრინცსა და მის დას შორის თბილი ურთიერთობები დამყარდა.

რაც შეეხება გარდაცვლილი შემსრულებლის მემკვიდრეობას, მინესოტის შტატის კანონმდებლობით, პრინცის დას თანხის მხოლოდ 44% დარჩება, რადგან დანარჩენი ფისკალური ორგანოების მიერ გადასახადების სახით იქნება ამოღებული. უცხოური პრესა წერს, რომ პრინცის ყოფილ ცოლს და სხვა ნათესავებს მემკვიდრეობიდან, კანონმდებლობით, არაფერი ეკუთვნით. თუმცა სხვაგვარადაა საქმე მის თანამოაზრეებთან „იღოვას მოწმეების“ ეკლესიიდან. მათ, შესაძლოა, მომღერლის მემკვიდრეობის მცირე ნაწილი გადაეცეს.

FB კომენტარები

კომენტარი