ვის გამო დაიჩოქა ბრიტანეთის პრინცმა მუხლებზე? (ფოტოკოლაჟი)

124
SHARE

 Wellchild Awards 2015-ის საპატიო სტუმარი წელს დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი იყო. დაჯილდოვების ყოველწლიურ ცერემონიას, რომელიც მძიმედ ავადმყოფი ბავშვების მხარდასაჭერად იმართება, დედოფალ ელისაბედ II-ის უმცროსი შვილიშვილიც დაეწრო.

სცენაზე გამოსვლისას ინგლისის სამეფო ტახტის მემკვიდრემ ავადმყოფი პატარების მიმართ, რომლებიც მძიმე და მომაკვდინებელ დაავადებებს ყოველდღიურად შემართებით ებრძვიან, აღფრთოვანება გამოხატა. პრინცმა ასევე მხურვალე მადლობა გადაუხადა ბავშვების მშობლებს, ექიმებსა და ფსიქოლოგებს, მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. ჰარის განცხადებით, მათი თანადგომის გარეშე, დაავადებულთათვის განკურნების რწმენა ყოველგვარ მნიშვნელობას დაკარგავდა.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ, ჰარი ავადმყოფ ბავშვებს პირადად შეხვდა და გაესაუბრა. პრინცმა დაიჩოქა და მათ კალათბურთის ბურთითაც გაეთამაშა, ზოგიერთ მათგანს  კი, ფოკუსებიც ჩაუტარა. აღსანიშნავია, რომ უელსის პრინცი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარულ საქმიანობაში და მსოფლიოს ათობით საქველმოქმედო ფონდის მხარდამჭერია. იტონის კოლეჯის დასრულების შემდეგ, ის რამდენიმე თვის მანძილზე აფრიკასა და ავსტრალიაში ცხოვრობდა, სადაც პრინცი ობოლ ბავშვებსა და შიდსით დაავადებულებზე ზრუნავდა. იქ განცდილი  შთაბეჭდილებები მან თავის დოკუმენტურ ფილმში „დავიწყებული სამეფო: პრინცი ჰარი და ლესოტო“ აღწერა.  მაშინ ჰარიმ „წითელი ჯვრის“ ფონდისთვის 2 მილიონი დოლარის შეგროვებაც შეძლო.

1 2 3 4 6 7 8

FB კომენტარები

კომენტარი