ვისია “ბენტლი” და რას პასუხობს საზოგადოებას მამა ათანასე სკადალურ ფოტოზე

249
SHARE

სოციალური ქსელში გავრცელებულ ფოტოს, რომელზეც სასულიერო პირი ძვირადღირებულ ავტომანქანას, ბენტლის მართავს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. სკანდალს თავად ფოტოზე ასახული მამა ათანასე კარანაძე გამოეხმაურა.
როგორც სასულიერო პირი ამბობს, ნახევარმილიონად შეფასებული “ბენტლის” ავტომანქანა მას არ ეკუთვნის: “მოგესალმებით ყველას, ჩემს facebook -ის მეგობრებსა და სრულიად facebook-ის მომხმარებლებს. გუშინ, შუადღეს, დაიდო ჩემი სურათები, სადაც მე, რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურზე, მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს. აღნიშნული მანქანა არის 2006.წ. Bentli , რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩემი კუთვნილებაა? ხვალ რომ PORSHE-ს საჭესთან დავჯდე (ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით), რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს აქვს, ე.ი ჩემიაა? ხალხო: ნუთუ ვერ ატყობთ, რომ ყველა, რაღაცნაირად, გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს, ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორიას ის უფრო უხარია, რომ, როცა წაქცეული ხარ, მაშინ თანაგიგრძნოს, ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს. მე ამას გულისტკივილით ვამბობ. ღმერთმა დამიფაროს, ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს. ისე, ცნობისათვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნება, შეგიძლიათ, facebook -ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და, თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში, მობრძანდეთ, ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ, რა იყო ექვსი წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება. ეს ყველაფერი, მადლობა ღმერთს, ჩემი და ჩემს გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია. მოინახულეთ ფოკის მამათა მონასტერი, რომელიც ფარავნის ტბაზე მდებარეობს – ზღვის დონიდან 2300 მეტრზე – ალპურ ზონაში, სადაც აღვიკვეცე და რვა წელი დავყავი – რა იყო 2004 წლამდე და, შემდგომ, როგორ გამშვენდა და კეთილმოეწყო. მე ჩემ მიერ გაკეთებულ საქმეებზე არასოდეს მილაპარაკია, მაგრამ ბევრი ზიზღი დავინახე არამარტო ჩემ მიმართ, არამედ – მთლიანი სამღვდელოების მიმართ , რისი ღირსნიც არ ვართ. თავის ცოდვას ყველას ღმერთი მოჰკითხავს. მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ხალხმა მაცხოვარი განიკითხა და მე ვინ ვარ? ვარ ცოდვილი. ღმერთმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენაში. ქრისტესმიერი სიყვარულით, არქიმანდრიტი ათანასე “, – წერს მამა ათანასე სოციალურ ქსელში.

FB კომენტარები

კომენტარი