ვისთვის იქნება ნეგატიური დღე – 7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

781
SHARE

ვერძი
დღეს ზედმეტმა მონდომებამ, საეჭვო და სარისკო საქმეებში მონაწილეობამ შეიძლება სამწუხარო შედეგი მოიტანოს. გარემოება თქვენგან გადამჭრელ მოქმედებებს მოითხოვს, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილების შედეგი წარუმატებელი იქნება.

კურო
დღის პირველი ნახევარი ფინანსური თვალსაზრისით წარუმატებელი იქნება. გირჩევთ, მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ – ერიდეთ მაცდურ წინადადებებს, სარისკო ოპერაციებსა და ავანტიურებს. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და თავშეკავებულად იმოქმედეთ.

ტყუპები
ურთიერთობისა და ახალი კონტაქტების დამყარებისთვის არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ სარისკო და მაცდურ შეთავაზებებს, შემთხვევით ნაცნობობასა და ავანტიურებს. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და ნუ შეცვლით დღის ჩვეულ განრიგს. საღამო მშვიდი და ჰარმონიული იქნება. ერიდეთ ყვირილს, მკვეთრ გამონათქვამებსა და უსაფუძვლო ბრალდებებს.

კირჩხიბი
ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ერიდეთ აქტიურობას და ნუ დააჩქარებთ მოვლენებს. დრო გჭირდებათ, რომ საკუთარ თავში გაერკვიოთ და ძალები შეაფასოთ. შესაძლოა, შეტყობინება მიიღოთ ადამიანებისგან, რომლებსაც დიდი ხანია არ ეკონტაქტებით. ძველ მეგობართან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

ლომი
გარემოებებმა შეიძლება თქვენგან გადამჭრელი მოქმედებები მოითხოვოს. წარუმატებლობა გელით – არსებობს შეცდომის ან ინფორმაციის არასწორად გაგების რისკი.

ქალწული
დღის პირველ ნახევარში უზენაესი ძალებისა და გავლენიანი მფარველების მხარდაჭერა გელით. ეს დრო ხელსაყრელია ახალი კონტაქტების დამყარებისა და ურთიერთობისთვის. შესაძლოა, მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ და მოწინააღმდეგეების მაქინაციები თავიდან აირიდოთ. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად სასიამოვნო იქნება. პარტნიორთან უთანხმოება შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს.

სასწორი
გაორებული, წინააღმდეგობრივი დღეა. მოსალოდნელია ტყუილები და ილუზიები. ენერგიის ნაკლებობამ შეიძლება დაუკმაყოფილებლობა და აგრესია გამოიწვიოს. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ზომიერება გამოიჩინეთ კვებაში. დღის მეორე ნახევარი შედარებით მშვიდია. მთავარი მოვლენები სახლში განვითარდება და სავარაუდოდ, ფულად შემოსავალთან იქნება დაკავშირებული.

მორიელი
ხელსაყრელი დღეა უძრავი ქონების შეძენისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. ამ დღის ამოცანაა, არაფერი აურიოთ, ყველაფერი დროულად გააკეთოთ და საქმე სამომავლოდ არ გადადოთ. თუ ამ ამოცანას შეასრულებთ, წარმატება გარანტირებული გაქვთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა ძველ მეგობრებთან. ამ დღეს ნათესავებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარში ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას და სპორტით დაკავდით.

მშვილდოსანი
ეს დღე ტყუილებისა და გაუგებრობების ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, თავშეკავებულად იმოქმედოთ, ერიდეთ მაცდურ წინადადებებს, შემთხვევით ნაცნობობას და ნუ ჩაერთვებით ავანტიურებში. მოსალოდნელია სირთულეები სამსახურსა თუ პირად ცხოვრებაში. გირჩევთ, აქტიურობისგან თავი შეიკავოთ და რაც მთავარია, ნუ შეცვლით დღის ჩვეულ განრიგს. თავაზიანად მოიცილეთ ადამიანები, რომლებსაც არ ენდობით. თავი შეიკავეთ ყვირილისა და მკვეთრი გამონათქვამებისგან. მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით დოკუმენტებთან მუშაობისას.

თხის რქა
არსებობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დეპრესია და თავის ტკივილი. გამორიცხული არაა, რომ წვრილმან ფინანსურ პრობლემებს შეეჯახოთ. ერიდეთ სპირტიან სასმელებს და ზომიერება გამოიჩინეთ კვებისას. სიზმარი ოთხი დღის შემდეგ აგიხდებათ.

მერწყული
წინააღმდეგობრივი დღეა. ადამიანებმა, რომლებსაც დღეს გაიცნობთ, შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ – როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. შეიძლება ახალი იდეები გაგიჩნდეთ, რომლებიც თქვენს მსოფლმხედველობაზე იმოქმედებს. ეცადეთ, საკუთარი თავის მიმართ უფრო კრიტიკული იყოთ და საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

თევზები
თქვენი სასიცოცხლო ძალები მნიშვნელოვნად გაიზრდება. შესაძლოა, მნიშვნელოვან საქმეში წარმატებას მიაღწიოთ. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან შეხვედრა. ამ დღეს ნათესავებთან ურთიერთობა გაუმჯობესდება. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ჰარმონია გელით.

FB კომენტარები

კომენტარი