ვისთან იცხოვრებს მადონასა და გაი რიჩის შვილი – სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

63
SHARE

განქორწინების შემდეგ მომღერალ მადონას და მის ყოფილ მეუღლეს, რეჟისორ გაი რიჩს, მათი 15 წლის შვილის – როკოს მეურვეობასთან დაკავშირებით წლებია საქმე სასამართლოში აქვთ. მოსამართლის გადაყვეტილებით, უახლოეს პერიოდს როკო მამასთან ლონდონში გაატარებს. მადონამ შვილზე მეურვეობა ვერ მიიღო. როკოს მამასთან ერთად ლონდონში ცხოვრება სურს. ახალ წელს ის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო იძულებით წაიყვანეს ნიუ-იორკში დედასთან ახალი წლის შესახვედრად. როკოს ძალიან აღელვებს, რომ მისი ოჯახის კონფლიქტი ფართო საზოგადოების ასპარეზზე გავიდა.
„როკო ძალიან ღელავს, რომ მისი საცხოვრებლის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოს გამოსატანია. მას არ უყვარს ოჯახური ამბების ფართო ასპარეზზე გამოტანა. ის სწავლობს ლონდონში, მოსწონს იქ და თავს კარგად გრძნობს. მას სურს, მამასთან იცხოვროს“, – განაცხადა გაი რიჩის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

FB კომენტარები

კომენტარი