ვისზე დაქორწინდნენ და რა ბედი ეწიათ ცნობილ ქართველ მისებს?

544
SHARE

ქართველი მისები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევიან. სილამაზის კონკურსები მხოლოდ პროფესიული წარმატების ტრამპლინი არაა, უმშვენიერესი გოგონები წარმატებულადაც თხოვდებიან. ბუნებრივია ეს არავის უკვირს.
„რეიტინგი“ დაინტერესდა, ვისზე გათხოვდნენ სხვადასხვა წლის მისები და როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა.
მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია „მის საქართველო 2007“-ის ვიცე მისია. ის ყოფილი მორაგბისა და ბიზნესმენის, ვახო მჭედლიძის მეუღლეა.

წყვილმა ერთმანეთი კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამოზე გაიცნეს, სადაც გვანცამ იმღერა. ვახო მაშინვე მოიხიბლა უმშვენიერესი მოდელით და მთელი საღამოს განმავლობაში თვალი არ მოუშორებია მისთვის.
გვანცა უარს ამბობდა მასთან შეხვედრებზე, თუმცა, თავიდანვე დადებითად იყო განწყობილი მომავალი მეღლის მიმართ. „ერთი ნახვით შეყვარებას ვერ დავარქმევდი ჩვენს ურთიერთობას. უბრალოდ, პირველი შეხვედრიდანვე დადებითად განვეწყვე, ეიფორია დამეუფლა და სიმართლე გითხრა, იმ შეხვედრიდან არც ერთი დღე არ გაგვიტარებია უერთმანეთოდ“, – ყვება ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში. ის ხუმრობით იხსენებს, რომ ვახომ „მიზანმიმართული შეტევა განახორციელა“. ჩართო სხვა ადამიანებიც, მათ შორის საერთო ნაცნობი ნანუკა ჟორჟოლიანი. „უბრალო ნაცნობებიც კი მირეკავდნენ და მელაპარაკებოდნენ ვახოზე, თუ როგორი კარგი ადამიანია, როგორი კარგი თვისებები აქვს…“, – ამბობს გვანცა.
ვახოს მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ისინი უკვე 4 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ და ჰყავთ ორი შვილი: ერეკლე და ლილე. ორივე ორსულობის შემდეგ ტელეწამყვანი მალევე დაუბრუნდა გადაცემა „დღის შოუს“.

თამუნა ნემსიწვერიძე 2007 წლის ვიცე მის საქართველოს ტიტულის მფლობელია. ის 2009 წელს მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენს, ირაკლი არშბას გაყვა ცოლად და ახლა ორი შვილი ჰყავთ.
ირაკლი არშბა რუსეთის დუმის დეპუტატის ოთარ არშბას შვილია. ოთარ არშბა რამდენიმე წლის წინ, ქართველი მილიარდერების ათეულში მეცხრე ადგილზე მოხვდა. რუსული ”ფორბსის” თანახმად კი, მისი ქონება წელს 360 მილიონ რუბლს აღემატება. ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-ერთ უმსხვილეს რუსულ სამთო-მეტალურგიულ კომპანიასთან, “ევრაზჰოლდინგთან”, რომლის კაპიტალიზაცია რამდენიმე წლის წინ 42 მილიარდ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება საქართველოში, კერძოდ, კი ბათუმში, ოთარ არშბას ბიზნეს ცენტრებს, არაოფიციალური მონაცემებით, ცნობილია, რომ ბათუმში სავაჭრო სახლის, სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მფლობელია მისი მეუღლე მარინა ზენაიშვილი. დეპუტატის მეუღლის სახელს უკავშირდება ასევე “სახალხო აფთიაქისა” და ყოფილი “სახალხო ბანკის”, ამჟამად კი “ლიბერთი ბანკის” აქციების გარკვეული წილი.

მის საქართველო 2012 თამთა შედანია ბიზნესმენ ერეკლე მანგოშვილზე იყო გათხოვილი. მაშინ, როცა თამთა ორსულად იყო, მისი მეუღლე ერეკლე მანგოშვილი ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვას და ხის მასალების უკანონოდ გაყიდვის გამო დააკავეს. თამთა ქმარს პატიმრობისას დაშორდა და მოდელი 3 წლის გოგონას მარტოხელა დედაა. სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ცნობილი მორაგბისა და ბიზნესმენის ვაჟის შეყვარებული იყო, თუმცა, თამთა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

განაგრძეთ კითხვა:https://reitingi.ambebi.ge

Comments

comments