,,ვიპოვე, როგორც იქნა” – მოპარული ძაღლი პატრონმა მოსკოვის გამზირზე იპოვა

1408
SHARE

ვარკეთილის ტერიტორიაზე დაკარგული ძაღლი პატრონმა იპოვა. როგორც გიორგი მინდორაშვილი ამბობს, ძაღლი მოიპარეს და მისი ადგილმდებარეობის შესახებ ახლობლებისგან გაიგო. საბოლოოდ კი,  მოსკოვის გამზირზე იპოვა.

,,ვიპოვე როგორც იქნა. ყველას უღრმესი მადლობა თანადგომისთვის, ტკივილის გაზიარებისთვის. ამდენი გულისხმიერი ადამიანის ერთად ყოფნა გადაგვარჩენს მხოლოდ. ღმერთი გვფარავდეს!!!,”- წერს გიორგი მინდორაშვილი.

დაკარგული ძაღლის პატრონი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებდა და მპოვნელს 1000 ლარით დასაჩუქრებას ჰპირდებოდა.

 

FB კომენტარები

კომენტარი