ვინ მოირგო 1 მილიონ დოლარად ღირებული ბიუსტჰალტერი Victoria’s Secret–ის შოუზე (ვიდეო)

90
SHARE

მსოფლიოს არაერთი ქალი სვამს კითხვას: ვინ არის ის ბედნიერი და განსაკუთრებული მოდელი, რომელსაც Victoria’s Secret–ის ამა წლის „Fantasy Bra“–ს მორგება ხვდა წილად? ეს სტოკჰოლმში დაბადებული მოდელი, 30 წლის ელსა ჰოსკია და სწორედ მან წარმოადგინა ბრენდის ყოველწლიურ „ანგელოზურ“ შოუზე თვალწარმტაცი ქმნილება.
უნიკალური ბიუსტჰალტერის სხვადასხვა ნაირსახეობას ბრენდი ყოველწლიურად წარადგენს ხოლმე. ამჯერად „Fantasy Bra“ 2,100 სვაროვსკის ბრილიანტით იყო გაფორმებული. 71–ზე მეტი კარატისგან შემდგარ ამ საოცრებას დიზაინერები 930 საათის განმავლობაში ამზადებდნენ.
მართალია, „Fantasy Bra“–ს ფასი 1 მილიონი დოლარია, თუმცა როგორც ცნობილია, მისი მორგების მსურველებს შეუძლიათ, ცოტა მოიცადონ, ამხელა თანხა არ დახარჯონ და 29 ნოემბერს დაელოდონ. სწორედ ამ დღეს ჩაეშვება გაყიდვაში ამ ბიუსტჰალტერის ბიუჯეტური ვარიანტი და მისი ფასი სულ რაღაც 250 დოლარი იქნება.
https://www.usatoday.com/videos/news/world/2018/11/06/victorias-secret-model-sports-1m-bra/38408763/

Comments

comments