ვინ იყო შეყვარებული წყვილი, რომელიც ბაღდათში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა (ფოტო)

128
SHARE

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში წუ­ხელ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მოხდა, რის შედეგადაც ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ერ­თმა­ნეთს „ბე­ემ­ვეს“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი და მო­ტო­ციკ­ლი შე­ე­ჯახ­ნენ. მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ვი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯერ შე­ე­ჯა­ხა მო­ტო­ციკლს, რო­მელ­ზეც ორი ახალ­გაზ­რდა იჯდა, შემ­დეგ კი ბორ­დი­ურ­ზე ავარ­და.
მო­ტო­ციკლს 19 წლის დათო ზივ­ზი­ვა­ძე მარ­თავ­და. იგი ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს ამა­ვე ასა­კის გო­გო­ნა, ზივ­ზი­ვა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი – მა­რი­ამ მა­ჩი­ტი­ძე. სამ­წუ­ხა­როდ, გო­გო­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
შს სამინისტრომ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით დაიწყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

FB კომენტარები

კომენტარი