ვინ იქნება „The ვანოს შოუს“ ფორმატის გადაცემის წამყვანი „რუსთავი 2“-ზე 

312
SHARE

„რუსთავი 2“-ზე დარჩენილი „კომედი ჯგუფი“ „ვანოს შოუს“ ფორმატის შენარჩუნებას გეგმავს.

„შოუს სხვა წამყვანი ეყოლება. ჯერჯერობით, მიმდინარეობს მუშაობა, თუ ვინ იქნება მისი წამყვანი“ – ამის შესახებ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „კომედი ჯგუფის“ დირექტორი და „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემების დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ალეკო მალხაზიშვილი აცხადებს.

მისივე ინტერვიუდან ჩანს, რომ „რუსთავი 2-ზე რჩება ყველა ის პროექტი, რომელსაც ეს გუნდი აკეთებდა: „გვიანი შოუ“, „გააცინე და მოიგე“, „კომედი შოუ“ და „ფარული კონვერტი.“

,,ხელისუფლების კრიტიკას გავაგრძელებთ. სამწუხაროდ, პაროდისტები ჩვენი გუნდიდან გადავიდნენ, თუმცა ჩვენც რაიმეს ვიზამთ, – ამბობს ალეკო მალხაზიშვილი.

წყარო: PRIMETIME.GE

FB კომენტარები

კომენტარი