ვინ გახდა 2018 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი

44
SHARE

ჟურნალმა People-მ მსახიობი იდრის ელბა 2018 წლის მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარა.
როგორც გამოცემა განმარტავს, თავად მსახიობმა ეს არ დაიჯერა, მაგრამ როდესაც სარკეში ჩაიხედა, მიხვდა, რომ მართლაც სექსუალურად გამოიყურება.
„ვიფიქრე – “ჰო, შენ ახლა საკმაოდ სექსუალური ხარ“. უნდა ვაღიარო, რომ ეს შესანიშნავი გრძნობაა. ეს კარგი საჩუქარი იყო. ამ აღიარებამ ჩემი ეგო ერთმნიშვნელოვნად გააძლიერა“, – აღნიშნავს ვარსკვლავი.
ელბამ აღიარა, რომ სკოლაში სწავლის დროს ასეთი დაფასება არ ჰქონია, იყო უშნო, მაღალი და გამხდარი. ასევე, მისი სახელი – იდრის აკუნა არ იწვევდა მოწონებას. მოგვიანებით, მან ულვაშები მოუშვა, კუნთები გაუჩნდა და რაიონის ყველაზე „მაგარი ბიჭი“ გახდა.
მსახიობმა გამოცემის რედაქცისა და თაყვანისმცემლებს მადლობა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გადაუხადა.
იდრის ელბა, ცნობილი ფილმით „დიდი თამაში“ გახდა. აღსანიშნავია, რომ ის მონაწილეობას „ფორსაჟის“ სპინ–ოფში მიიღებს, რომლის პრემიერა 2019 წლის 26 ივლისს არის დაგეგმილი.

Comments

comments