ვინ გახდა საუკეთესო მამა და რა მსხვერპლი გაიღო მან კიბოთი დაავადებული შვილისთვის

317
SHARE

სიმსივნით დაავადებული 8 წლის გაბრიელის მამამ ჯონ მარშალმა სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის_90057621_josh_gabe მიერ გამოცხადებულ ნომინაციაში „საუკეთესო მამა“ გაიმარჯვა. მან საუკეთესო მამის წოდება იმის გამო დაიმსახურა, რომ 28 წლის ჯონმა კიბოთი დაავადებული შვილის მსგავსად თავი გადაიპარსა და თავზე ისეთივე შრამის ტატუ გაიკეთა, როგორიც გაბრიელს ოპერაციის შემდეგ დარჩა. საუკეთესო მამამ ტატუს გაკეთება შვილის სიტყვების შემდეგ გადაწყვიტა. გაბრიელი ქირურგიული ჩარევის შედეგად დარჩენილი შრამის გამო თავს მონსტრად თვლიდა. ჯონ მარშალმა სოციალურ ქსელში სტატუსიც დაწერა კონკურსის შესახებ: „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო 2016 წლის საუკეთესო მამა, მაგრამ სხვა კონკურსანტებზე მეტი არაფრით ვარ, მთავარია ჩვენ ერთად გაგვიმართლა, რადგან ჩვენმა შვილებმა კიბო დაამარცხეს. გაბრიელს ახლაც აქვს პრობლემა, მაგრამ იმედია, ყველაფერი კარგად იქნება“. სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა ცენტრის მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა ნომინაციაში სიმსივნით დაავადებული ბავშვების ოჯახის წევრები იყვნენ წარდგენილი.

FB კომენტარები

კომენტარი