ვინ არის 81 წლის მეეზოვე, რომელიც 61 წელია დედაქალაქს ასუფთავებს – “საპატიო თბილისელების” ვინაობა ცნობილია

78
SHARE

“თბი­ლი­სო­ბის“ გალა-კონ­ცერ­ტზე კახა კალაძემ 2019 წლის “სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლე­ბი” დაასახელა.

წო­დე­ბა სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში გამორჩეულად მოღვაწე ადამიანებმა მიიღეს მათ შორის არის 81 წლის მეეზოვე გი­ო­ზალ დუ­მო­ე­ვი, რომელიც 61 წელია დედაქალაქს ასუფთავებს.
“სა­პა­ტიო თბი­ლი­სე­ლის” წოდებით ასევე დაჯილდოვდნენ:

ავ­თან­დილ კო­ბა­ხი­ძე, 77 წლის. გვი­რაბ ნა­გე­ბო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლია. 53 წე­ლია, რაც თბი­ლი­სის მეტ­რო­ში მუ­შა­ობს.

ვა­ლე­რი­ან მე­თაფ­ლიშ­ვი­ლი, 74 წლის. თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია, N1 ავ­ტო­ბუ­სის მძღო­ლი, 49 წე­ლია, რაც ამ სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს.

როგ­ნე­ტა კუ­ჭა­ვა, 79 წლის. ბიბ­ლი­ო­თე­კათმცოდ­ნე, 49 წე­ლია რაც ამ სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობს.

მეია მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი,79 წლის, 27-ე ბაგა-ბა­ღის მუ­სი­კის პე­და­გო­გი, აქვს 60-წლი­ა­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა.

ნიკო ლე­კიშ­ვი­ლი, 72 წლის, თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მერი.

FB კომენტარები

კომენტარი