„მე ვიცოდი, რომ 4 ათას რაღაცა მოვიგე“ – ვინ არის ქალი, რომელმაც 857 007 ლარი მოიგო (ვიდეო)

140
SHARE

70 წლის ქალი, რომელმაც ჯეკპოტი – 857 007 ლარი მოიგო, ლალი ზურაბიშვილია. საქართველოს ეროვნული ლატარიის ოფიციალური “ფეისბუქგვერდი” იღბლიანი ქალბატონის ბედნიერების ისტორიას ავრცელებს.

ქალბატონმა ლალიმ იცოდა, რომ მისი ბილეთი მომგებიანი იყო, თუმცა მოგება გაცილებით ნაკლები – 4 565 ლარი ეგონა. მხოლოდ საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვისცენტრში მისვლის შემდეგ შეიტყო, რომ მისმა ბილეთმა გაცილებით მეტი 857 007 ლარი – ჯეკპოტი მოიგო. ლალი ზურაბიშვილი ლატარიას სისტემურად თამაშობდა, თუმცა ჯეკპოტის მოგებაზე არასდროს უოცნებია. მან მოგებული 857 007 ლარი ბევრ კეთილ საქმეს მოახმარა და ერთ-ერთი სანუკვარი ოცნება – სოფლად სახლში მშენებლობა წამოიწყო. ის ლატარიის თამაშს კიდევ განაგრძობს.

FB კომენტარები

კომენტარი