ვინ არის “შავი ხვრელის” ფოტოს ავტორი

45
SHARE

ქეით ბაუმანი კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორია მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან, რომელმაც, თავის პატარა ჯგუფთან ერთად, “შავ ხვრელს” პირველად გადაუღო ნამდვილი ფოტო.

სწორედ 29 წლის კეტი ბაუმანმა შეიმუშავა ალგორითმი, რითაც “შავი ხვრელის” სრული ფოტო შეადგინა. გამოსახულების მისაღებად დამუშავებულმა ალგორითმმა ათასობით მყარი დისკი გაავსო.

მკვლევრები “შავ ხვრელს” 2017 წლის აპრილში 10 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შედეგად, მათ 500 ტერაბაიტის მოცულობის მასალა მიიღეს, რომლის დამუშავებასაც 2 წელი დასჭირდა.

FB კომენტარები

კომენტარი