ვინ არის ყველაზე გავლენიანი და მოდური არაბი ქალი შეიხა მოზა(ფოტოკოლაჟი)

220
SHARE

ყატარის შეიხის ჰამადის მეუღლეს შეიხა მოზას უამ­რა­ვი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­დე­ბო­ბა უკა­ვია, მათ შო­რის არის სა­პა­ტიო: ყა­ტა­რის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის თავ­მჯდო­მა­რე, ოჯა­ხუ­რი სა­კი­თხე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტი, გა­ნათ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, იუ­ნეს­კოს სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. შე­ი­ხა მო­ზამ გა­ნათ­ლე­ბა სო­ცი­ო­ლო­გი­ის მიმართულებით ყა­ტა­რის ეროვ­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ი­ღო, შემ­დეგ კი ამე­რი­კის რამდენიმე უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ​ სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა.
შეიხა მოზა ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და სხვადასხვა აქტივობებში იღებს მონაწილეობას, რაც ერთი მხრივ ისლამურ ქვეყნებში გაღიზიანებას იწვევს, მეორე მხრივ კი აღფრთოვანებას. გავლენიანი ქალბატონი პატრიარქალურ ყატარში ქალური სიძლიერის უდიდესი მაგალითია. გარდა მისი აქტიური მოღვაწეობისა შეიხა ხშირად ყურადღების ცენტრში მოდური და ელეგენტური ჩაცმულობით ექცევა. მკაცრი რელიგიური წესების მიუხედავად შეიხა მოზა მუდმივად ახერხებს გამოიყურებოდეს დახვეწილად და მოდურად.
შეიხა მოზა 2015 წელს თბილისშიც იმყოფებოდა. ის საქართველოში ერევნიდან ჩამოფრინდა. თბი­ლისს­ში რუს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ქა­ლა­ქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერა.

FB კომენტარები

კომენტარი