ვინ არის ქართველი, რომელმაც ათენში, ხანძრის დროს, ოჯახისგან მიტოვებული მოხუცი გადაარჩინა

1913
SHARE

საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ცოცხალი კიდევ ერთი ქართველი, დათო გეჯაძე გადაურჩა. მან ოჯახისგან მიტოვებული მოხუცი გადაარჩინა. ოჯახმა კი მოხუცი იმ მიზეზით მიატოვა, რომ მას სიარული არ შეეძლო. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირინა კეშელავა ავრცელებს და დათო გეჯაძეს მადლობას უხდის.
,,დათო გეჯაძე – გმადლობთ! ათენის მახლობლად, რაფინაში, დატრიალდა საუკუნის ტრაგედია. ხანძარმა შეიწირა ათეულობით ადამიანთა სიცოცხლე, ვინც გადარჩა, მათ ჯოჯოხეთი გამოიარეს…. დათო ამ ჯოჯოხეთს რაფინაში დაუპირისპირდა. ბერძნების ოჯახის დიასახლისმა, მისმა შვილმა, ცოლ-შვილით, სახლის გარშემო გაჩენილი ხანძრისგან თავის გადარჩენა გაქცევით სცადეს. სახლში კიდევ ავადმყოფი, ხანდაზმული ბაბუა იყო, რომელიც, ბუნებრივია, ვერ გაიქცეოდა. დათოსაც შეეძლო, გაქცევით ეშველა თავისთვის, მაგრამ არ იკადრა მოხუცის მიტოვება ქართველმა. დარჩა მასთან ერთად და მთელი ღამე შიშველი ხელებით, მხოლოდ წყლის ჭავლით იბრძოდა საკუთარი თავის და მოხუცის სიცოცხლის გადასარჩენად, ასევე, ბუნებრივია, სახლისაც.
ჩემთვის დათო ჩვენი დროის გმირია. ტყუილია, გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიანო… დათოსთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა. 2007 წელს თითქმის იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა, პარნიტაში გაჩენილი ხანძრის გამო. არც მაშინ მიატოვა დასაღუპად განწირული ქალბატონი. ხელში აყვანილი ატარა, როცა სამშვიდობოს გაიყვანა, სახლს მიუბრუნდა და დაწვას გადაარჩინა. დიახ, გმირებად იბადებიან . ბევრჯერ მიწვნევია სირცხვილი ემიგრანტ ქართველთა უსაქციელობას გამო. დღეს მე დათოს საქციელით მეამაყება ქართველობა. მეამაყება, რომ ვიცნობ ამ არაჩვეულებრივად თავმდაბალ ადამიანს. მისი თავმდაბლობის გამო, მინდოდა, თქვენთვის გამეცნო იგი. მადლობა, დათო. გენაცვალე მაგ ნაოპერაციებ გულში!”, – წერს ირინა კეშელავა.

FB კომენტარები

კომენტარი