ვინ არის ქალი, რომელმაც პეკინზე 3 წლის ბავშვი დაჭრა – „ცნობილი ოჯახია, თვითონ მხატვარია“

2326
SHARE

„პრაიმტაიმმა“ 3 წლის ბავშვზე თავდასხმაში ბრალდებული ქალის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული 51 წლის თამარ საძაგლიშვილია.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას მეზობლები ამბობენ, რომ მას სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული და წლების განმავლობაში ხატავდა.

ერთ-ერთი მეზობლის ცნობით, ბრალდებული ცნობილი სახალხო არტისტის, მარეხ გოძიაშვილის ოჯახის წევრია.

„თვითონ მხატვარია. აქ დედასთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს თავისი მცირე ბიზნესი აქვს, მგონი შეკვეთილში. ასეთი აგრესია მისგან აქამდე არ გვსმენია. არ ვიცით, რა დაემართა. ჯანმრთელობის პრობლემები კი ჰქონდა, მაგრამ შარშან მკურნალობა შეწყვიტა. ცნობილი ოჯახის შვილია. მისი ბებია, დედის დედა ცნობილი მომღერალი გახლდათ, სახალხო არტისტი მარეხ გოძიაშვილი“, – ყვება „პრაიმტაიმთან“ სუბრისას ბრალდებულის მეზობელი.

წყარო:https://www.primetime.ge

FB კომენტარები

კომენტარი