ვინ არის ტყიბულის მაღაროში დაღუპული 27 წლის ბიჭი, რომელიც თავისი ხელფასით გაჭირვებულებს ეხმარებოდა 

202
SHARE

ტყი­ბულ­ში  ქვა­ნახ­ში­რის ღია მო­პო­ვე­ბის კა­რი­ერ­ზე ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი მუშა 27 წლის სან­დრო ბუ­ცხრი­კი­ძე ტყი­ბუ­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრის ტყი­ბუ­ლის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი და მო­ხა­ლი­სე იყო. რო­გორც მისი მე­გობ­რე­ბი ყვე­ბი­ან, ახალ­გაზ­რდას უამ­რა­ვი გა­ტა­ცე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა ჰქონ­და, იყო „ოკ­რი­ბელ სპე­ლე­ო­ლოგ­თა კლუ­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო სპე­ლე­ო­ლო­გი­ი­თა და ალ­პი­ნიზ­მით.

სან­დროს მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის უაღ­რე­სად პა­ტი­ო­სა­ნი, მშრო­მე­ლი და კე­თილ­შო­ბი­ლი ბიჭი იყო, ფი­ზი­კუ­რად მუ­შა­ობ­და ნახ­ში­რის ღია მო­პო­ვე­ბის კა­რი­ერ­ზე და ტყი­ბუ­ლის შახ­ტში. ბოლო 4 წელი წი­თე­ლი ჯვრის აქ­ტი­უ­რი მო­ხა­ლი­სე იყო.
სან­დროს მე­გო­ბა­რი ხა­ტია ჭე­ლიშ­ვი­ლი გვიყ­ვე­ბა:
„სან­დრო სა­ოც­რად თბი­ლი, მე­გობ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, კარ­გი მსა­ხი­ო­ბი და პარტნი­ო­რი სცე­ნა­ზე. ის რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ფი­ზი­კუ­რად მუ­შა­ობ­და, ქვა­ნახ­ში­რის ღია მო­პო­ვე­ბის კა­რი­ერ­ზე და ტყი­ბუ­ლის შახ­ტა­ში, მისი ხელ­ფა­სით გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯა­ხებს ეხ­მა­რე­ბო­და.
რამ­დე­ნი­მე წე­ლია, სან­დროს მი­სი­ვე ინი­ცი­ა­ტი­ვით მარ­ტო­ხე­ლა მო­ხუ­ცე­ბის­თვის, ვინც ტყი­ბუ­ლის უმ­წე­ო­თა სა­სა­დი­ლო­ში მის­ვლას ვერ ახერ­ხებ­და, სახ­ლში მიჰ­ქონ­და ცხე­ლი სა­დი­ლი. ტყი­დან ზურ­გით ეზი­დე­ბო­და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის შე­შას, ის უამ­რავ სი­კე­თეს უან­გა­როდ აკე­თებ­და… მე­გობ­რე­ბი ვე­ხუმ­რე­ბო­დით, რომ დე­და­მი­წა­ზე მოვ­ლე­ნი­ლი კე­თი­ლი ან­გე­ლო­ზი იყო. ერთხელ გვი­თხრა – რა ვქნა აბა, როცა გარ­და­ვიც­ვლე­ბი, ის ხომ არუნ­და თქვან, რომ ცხოვ­რე­ბა ძილ­ში გა­ა­ტა­რაო“ – იხ­სე­ნებს ხა­ტია ჭე­ლიშ­ვი­ლი. 

27 წლის ბი­ჭთან ერ­თად, კა­რი­ერ­ში მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას 65 წლის რეზო ლომ­თა­ძე ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ტყი­ბულ­ში დღეს დი­ლით, კერ­ძო კა­რი­ერ­ზე მოხ­და, სა­დაც ღა­მის­თე­ვით რჩე­ბი­ან მუ­შე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, სამი მუშა იყო ად­გილ­ზე, გამ­თე­ნი­ი­სას გა­ზის სუნი იგ­რძნეს და ერთ-ერთი ჩა­ვი­და შახ­ტა­ში, კომ­პრე­სო­რის გა­სას­წო­რებ­ლად. როცა აღარ დაბ­რუნ­და, მე­ო­რე, 27 წლის მუშა ჩა­ვი­და და ორი­ვე გა­ი­გუ­და გა­ზით.

წყარო:https://www.ambebi.ge

 

Comments

comments