ვინ არის ნიკორწმინდის ეკლესიაში ხატზე გამოსახული მამაკაცი საყურით?

204
SHARE

საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი ნიკორწმინდის ეკლესია რაჭაში ბაგრატ მესამის მეფობის დროს აშენდა, 1010-1014 წლებში.

ხატები ეკლესიის კედლებზე მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნით თარიღდება. სამი წლის წინ თითქმის წაშლილი ფრესკების რესტავრაცია მოხდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. რესტავრირების შემდეგ გამოჩნდა ხატი, რომელიც უნიკალურია – მასზე გამოსახულია მამაკაცი, რომელსაც ორივე ყურზე საყურე უკეთია. იქვე მხატვრის სახელია მიწერილი – ოსტატი ჯავახაძე. მინაწერზე მოხსენიებულია ორი ფეოდალური საგვარეულო – წულუკიძეები და ჯავახიძეები, რომლებიც რაჭის მმართველები იყვნენ. სავარაუდოდ, ხატი ერთ-ერთ მათგანს გამოსახავს.

წყარო: ამბები ჯი

FB კომენტარები

კომენტარი