ვინ არის მამაკაცი, რომელმაც სამტრედიაში  ცოლი განქორწინების დროს მოკლა 

1152
SHARE

სამტრედიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი 28 წლის გიგა აბრალავაა.
მამაკაცმა  ცოლი იმ დროს მოკლა, როცა ის სამოქალაქო რეესტრში განქორწინების საკითხზე იყო მისული. როგორც გარდაცვლილი  25 წლის გოგოს მამა ჰყვება, მისი შვილი რეესტრში განქორწინების მიზნით მივიდა, ქმარი კი ბათუმში უნდა ყოფილიყო და “სკაიპით” გაეწერათ ხელი.

მისი თქმით,  ყოფილი სიძე გოგოს ჩასაფრებული დახვდა და შესვლისთანავე ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
“იუსტიციის სახლში ვიყავით გადასულები, ის ბათუმში უნდა დახვედროდა და სკაიპით გააწერდნენ ხელს. სინამდვილეში კი რეესტრის შენობაში დამალულა და როგორც კი შევიდა ჩემი გოგო დანა დაურტყამს. ბათუმში ცხოვრობდნენ, ოჯახში კონფლიქტი ჰქონდათ და მაგიტომ წამოვიყვანე ბავშვი. ერთი თვე იყვნენ გაშორებულები. მუქარა არ იყო პირიქით, ეუბნებოდა შევრიგდეთო. მეც ვახლდი ჩემ შვილს და სანამ მე მანქანა დავაყენე თვითონ შევიდა რიგს დავიკავებო. როცა შევედი ეს სურათი დამხვდა. ერთი ჭრილობა ზურგის არეში ჰქონდა. სიძე უკვე დაჭერილი იყო”,- ამბობს თეიმურაზ ბოხუა.

 ფოტო პრაიმტაიმი

FB კომენტარები

კომენტარი