ვინ არის მამაკაცი, რომელიც თარხნიშვილზე დაჭრეს

161
SHARE

თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე დაჭრილი მამაკაცი მოდის ექსპერტისა და მუსიკოსის, დალი ჩიტალაძის შვილი – ვახტანგ სუთიძეა.
როგორც სოციალურ ქსელში მუსიკოსის მეგობრები წერენ, მამაკაცი, რომელიც ვახტანგ სუთიძეს თავს დაესხა, ფსიქიკურად გაუწონასწორებელია.
” მე-9 საავადმყოფო.
უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ფსიქკიურად არამდგრადი ადამიანები მოქალაქეებს თავს ესხმიან. ეკლესიიდან მომავალ დალი ჩიტალაძის შვილს, ვახტანგ სუთიძეს თავს დაესხა ( ჩვენი ინფორმაციით) ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი და ცივი იარაღით დაჭრა ბარძაყის არეში.
ვახო გადაყვანილია მე-9 საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფსიქიკურად დაავადებულებზე, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს. ალბათ, გახსოვთ ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 3 წლის ბავშვზე თავდასხმის”, – წერს დალი ჩიტალაძის მეგობარი, ჟურნალისტი გიორგი გასვიანი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

FB კომენტარები

კომენტარი