ვინ არის ლამაზმანი, რომელიც „მის სამყარო გახდა“ – ემოციური კადრები კონკურსიდან

169
SHARE

17 დეკემბერს ბანგკოკში „მის სამყარო 2018“-ის ფინალი გაიმართა. კონკურსში გამარჯვება ფილიპინების წარმომადგენელმა კატრიონა გრეიმ მოპოვა. მეორე ადგილი ვენესუელელმა სტეფანი გუტიერესმა დაიკავა.
კონკურსის ფინალში მსოფლიოს 20 ქვეყნის წარმომადგენლები გავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ კატრიონა გრეი მეოთხე ფილიპინელი ქალია, რომელმაც „მის სამყაროს“ კონკურსში გაიმარჯვა.
როგორც ცნობილია, ის ავსტრალიაში დაიბადა. მისი დედა ფილიპინელია, მამა კი ავსტრალიელი. როდესაც კატრიონა 18 წლის გახდა, ის საცხოვრებლად ფილიპინებზე გადავიდა. მან პირველად სილამაზის კონკურსში 5 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა და პატარა „მის ფილიპინები“ გახდა. 16 წლის ასაკში პირველად მიიღო მონაწილეობა სარეკლამო რგოლში. მან მუსიკის თეორიის განხრით მაგისტრის ხარისხი მიიღო ბოსტონში, ბერკლის კოლეჯში სწავლის შედეგად.

FB კომენტარები

კომენტარი