ვინ არის ზოდიაქოს ნიშნების დედოფალი?

1083
SHARE

ასტროლოგები ზოდიაქოს ყველა ნიშნის ქცევის, ჩვეულებებისა და პრიორიტეტების გაანალიზების შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზოდიაქალური წრის ამ კონკრეტული ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი სამართლიანად ატარებს “დედოფლის” ტიტულს. ვინ არის ის და რითია გამორჩეული?

ასტროლოგთა დასკვნით, ზოდიაქოს ეს ნიშანი ლომია.
რატომ მაინცდამაინც ლომი-ქალბატონი და რა დედოფლური თვისებები აქვს მას?

მხიარულები და სიცოცხლით სავსენი არიან
ქალი-ლომებისგან სასიცოცხლო ფლუიდები მოდის. მათ არ აკლიათ კომუნიკაბელურობა და ურთიერთობის სიმსუბუქე, ამიტომაც მათკენ ყველა მიისწრაფვის.

კეთილსინდისიერება
თუკი რამეს შეგპირდნენ, აუცილებლად აგისრულებენ. ქალი-ლომები ყოველთვის ცდილობენ, სიმართლე თქვან და არ დაფარონ დეტალები. თქვენ თამამად შეგიძლიათ, მათ ენდოთ.

კრეატიულობა
ქალ-ლომებს ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულება აქვთ – ორიგინალური და ხშირად უნიკალურიც. ისინი ყოველთვის მზად არიან, თქვენს საინტერესო იდეას მხარი დაუჭირონ. ლომი-ქალბატონები ხშირად საუკეთესო ხელმძღვანელები ხდებიან.

შარმი
საპირისპირო სქესის ყურადღების მისაპყრობად ლომ-ქალებს დიდი ძალისხმევა არ სჭირდებათ. მათი შინაგანი ქარიზმა ნებისმიერ მამაკაცს დაიმორჩილებს.

ინდივიდუალური სტილი
ეს ქალები გემოვნებით იმოსებიან. მეფური გემოვნება მათ არასდროს ღალატობთ, მაშინაც კი, როცა “მეორადი” აცვიათ.

ჭკუა და ერუდიცია
მომხიბვლელობასთან ერთად, მათ საუკეთესო გონებრივი შესაძლებლობები აქვთ. თუმცა ბევრს ბოლომდე არ ესმის მათი, რადგან ლომები ყველაფერს მათთვის ჩვეული ორიგინალურობით წარმოსახავენ.

მეგობრობაში ერთგულება
დიახ, ლომ მეგობარზე დაყრდნობა ყოველთვის შეიძლება. მათ გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობთ. ყველაფერთან ერთად, მათ დიდი მოთმინებაც აქვთ.

წარმატება
ლომი-ქალები თითქმის ყველა სფეროში წარმატებულები არიან. მათ ძლიერი სული აქვთ და მათთვის ზღვარი არ არსებობს.

წყარო:funtime.ge

Comments

comments