ვინ არის დიზაინერი, რომელიც ინაუგურაციისთვის სალომე ზურაბიშვილის კაბას შეკერავს

1397
SHARE

 სალომე ზურაბიშვილი ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე  ქართველი დიზაინერის ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის მიერ შექმნილი კაბით წარსდგება.
ისე­ვე რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეც საფ­რან­გეთ­ში – ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ იქ გა­იც­ნეს.
დღეს ჯაბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბა ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ბა­ი­ე­რებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს და ვარ­სკვლა­ვებს აღაფრ­თო­ვა­ნებს. ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის სა­მო­სი არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ქალ­მა მო­ირ­გო, მათ შო­რის არის ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი და ად­რი­ა­ნა ლიმა.
რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ის სწო­რედ ჯა­ბას მიერ შექ­მნი­ლი სა­მო­სით წარ­სდგე­ბა ხალ­ხის წი­ნა­შე. კა­ბის ბოლო დე­ტა­ლე­ბი ახლა სრულ­დე­ბა და უფრო და­ზუს­ტე­ბით ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს თა­ვად ჯაბა დი­ა­სა­მი­ძე ესა­უბ­რა.
– ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ. ისე­ვე რო­გორც მისი ოჯა­ხი, ჩემი ოჯა­ხიც საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­შია და ჩვენც იქე­დან ვიც­ნობთ ერ­თმა­ნეთს. მგო­ნი 17 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად შე­ვუ­კე­რე კაბა. შავი, ლა­მა­ზი კაბა იყო, მაგ­რამ რო­მე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის შე­ვუ­კე­რე, არ მახ­სოვს. ახლა რო­მელ კა­ბა­საც ვუ­კე­რავ, სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა. მე­ა­მა­ყე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტის­თვის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე კა­ბას მე შევ­ქმნი.

– თქვენს კო­ლექ­ცი­ა­ში ყო­ველ­თვის შე­სამ­ჩნე­ვია დახ­ვე­წი­ლო­ბა და შთამ­ბეჭ­და­ვი დე­ტა­ლე­ბი, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბაც ასე­თი იქ­ნე­ბა?
– კი, ასე­თი იქ­ნე­ბა. ჩემ­თვის თა­ვა­დაც ასეთ ენერ­გი­ას გა­მო­ყოფს და ორ­მა­გად მსი­ა­მოვ­ნებს მას­თან მუ­შა­ო­ბა. კა­ბას ახლა ვქმნით და სა­ბო­ლო­ოდ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე იხი­ლავთ. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც იცის რა უნდა, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნია და სა­სი­ა­მოვ­ნოა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.
– ხში­რად ახერ­ხებს ე.წ. პრი­მერ­კა­ზე მოს­ვლას?
– ხში­რად ვერ მო­დის, რო­გორ უნდა მო­ვი­დეს? ამ დღე­ებ­ში დას­რულ­დე­ბა კა­ბა­ზე სა­ბო­ლოო მუ­შა­ო­ბა. პრე­ტენ­ზი­უ­ლი არ არის და ჩვე­ნი აზ­რე­ბი ყო­ველ­თვის ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს.

Comments

comments