ვინ არის გორელი  ძიუდოისტი, რომელიც პუტინთან ერთად ვარჯიშობს (ფოტო,ვიდეო)   

140
SHARE

ეთნიკურად ქართველმა, ორენბურგსკის ძიუდოისტმა, რობერტ მშვიდობაძემ სოჭში ვლადიმერ პუტინთან ერთად ივარჯიშა. ქართველი ძიუდოისტი, “მთიანი რუსეთის” ნაკრების სხვა წევრებთან ერთად, ერთ-ერთი სარეიტინგო ტურნირისთვის ემზადება.
“გრანდ-შლემი” 22-24 თებერვალს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ჩატარდება.
მშვიდობაძე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზებს, რომელშიც მსოფლიო რეიტინგში პირველ ნომრად არის აღიარებული.
სოჭის სავარჯიშო ბაზას რუსეთის პრეზიდენტი 13 თებერვალს ეწვია, სადაც სპორტსმენები მოინახულა და ქართველ ძიუდოისტთან, რომელიც რუსეთის სახელით უკვე წლებია ასპარეზობს, ერთად ივარჯიშა. ამასთან, სპორტსმენებს პუტინმა სარეიტინგო ტურნირზე წარმატებული გამოსვლა უსურვა.
29 წლის რობერტ მშვიდობაძემ კარიერა გორის ძიუდოს სკოლაში დაიწყო, თუმცა რუსეთში ადრეულ ეტაპზევე წავიდა. მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის სახელით იასპარეზა და ვერცხლის მედალი აიღო. რობერტ მშვიდობაძე არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონატების მრავალგზის ბრინჯაოს მედალოსანი, რუსეთში მიღებული აქვს სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება.

FB კომენტარები

კომენტარი