ვინ არის გოგონა, რომელმაც “რიკი და მორტი” თბილისში ამოგზაურა (ფოტო)

69
SHARE

კარიკატურული გვერდი Behance ანი მალაზონიას ნამუშევრებს ავრცელებს. ციფრულმა არტისტმა, ანი მალაზონიამ “რიკი და მორტი” თბილისში ამოგზაურა. “რიკი და მორტი” ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაციური სერიალის გმირები არიან. გოგონამ, მათ ქალაქის ისეთი ცნობილი ადგილები მოანახულებინა, რომლებიც ყველა ტურისტისთვის მიმზიდველი და საინტერესოა.

თბილისის აბანოები, დედაენის ბაღი, საბაგირო რიყეზე, “ბასიანი” – ეს ის ტურისტული ატრაქციებია, რომლებიც ანი მალაზონიამ “რიკისა და მორტის” დაათვალიერებინა. ყველაფერთან ერთად, ცნობილი ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაციური სერიალის გმირებმა ჩურჩხელაც დააგემოვნეს.

FB კომენტარები

კომენტარი