ვინ არის გოგონა, რომელიც H1N1 ვირუსის მძიმე ფორმას ებრძვის – “ჩემი სალომე ებრძვის სიკვდილს!”

5471
SHARE

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით გაირკვა, კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალს სალომეს ვირუსი H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) შეხვდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარება საკმაოდ მძიმეა. ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ქალბატონმა მანანამ დაწერა.
“ყველამ ილოცეთ, გევედრებით, ჩემი ანგელოზი გოგოსთვის. გემუდარებიიიიით, ჩემო ძვირფასებოოოო!ცხოვრებაში ყველაზე მეტად ახლა მიჭირს…. ჩემი სალომე ებრძვის სიკვდილს!”
სალომე კომპოზიტორ მანანა იმედაძის ვაჟის, ირაკლი კვატაშიძის მეუღლეა და ერთი შვილის, გოგონას დედა.
როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში ქალბატონმა მანანამ აღნიშნა, სალომე ბორჯომში ყოფნის დროს გახდა ავად და რეანომობილით გადმოყვანეს თბილისში:
“ეს რა
დაგვემართა, საუბარსაც ვეღარ ვახერხებ, მთელი თბილისი ფეხზე დგას, ექიმებიდან მოყოლებული და ვერ მშველიან, ღორის გრიპი აქვს, H1N1. გუშინწინ მივიყვანეთ საავადმყოფოში, ინფექციურში, მაღალი სიცხით და ღებინების შეგრძნებით, უკვე კომატოზურ მდგომარეობაში იყო… ბორჯომში იყო და იქ აუწია სიცხემ, ღებინება დაეწყო და იქვე მიიყვანეს საავადმყოფოში, მერე კი რეანომობილით ჩამოიყვანეს თბილისში”.
იმედს ვიტოვებთ, სალომე დაამარცხებს ვირუსს და ყველაფერი კარგად იქნება.
წყარო: https://www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი