ვინ არის არჩევნებზე ამღერებული ქალი, რომლის სიმღერამაც სოციალური ქსელი დაიპყრო (ვიდეო)

399
SHARE

სოციალურ ქსელში ვაზისუბნის 51-ე საარჩევნო უბანზე გადაღებული ვიდეო-კადრები ვრცელდება.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ასრულებს საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი ქალბატონი, ფრანკო ძეფირელის ფილმიდან „რომეო და ჯულიეტა“ – სიმღერას.
ვიდეო ფეისბუქმომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

როგორც “კვირა+“, მა გაარკვია საარჩევნო უბანზე მომღერალი ქალბატონი ლიკა ბროლაძეა.
ბროლაძე “კვირა +“ -თან ამბობს, რომ ბავშვობიდან მღეროდა და პირველი კლასიდან სოლისტი იყო.
ლიკა ბროლაძე ახლა მგალობელია, სხვადასხვა ეკლესიაში, მათ შორის სვეტიცხოვლის ტაძარშიც გალობს.
ქალბატონი ამბობს, რომ დღეს მის მიერ საარჩევნო უბანზე შესრულებულ სიმღერას საარჩევო პროცესისთვის ხელი არ შეუშლია, რადგან როცა მღეროდა, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი არ იმყოფებოდა.
„პირველი კლასიდან სოლისტი ვიყავი სულ სცენაზე ვიდექი, როცა ვმღერი როლში შევდივარ და ასე მოხდა დღესაც. ადრე მეორე სოფია როტარუსაც მეძახდნენ. ახლა ვგალობ სხვადასხვა ტაძარში, მათ შორის სვეტიცხოველში. რაც შეეხება დღევანდელ შესრულებას – უბანზე ამომრჩეველი არ იყო, კომისიის წევრებმა იციან, რომ ვმღერი და მთხოვეს მემღერა მეც ვიმღერე. საარჩევნო პროცესს ხელი არ შეშლია. არც კი ვიცოდი, რომ ვიდეოს მიღებდნენ და არც ის, რომ ფეისბუქში ამდენმა ადამიანმა ნახა“, – განაცხადა “კვირა+“, თან ლიკა ბროლაძემ.

FB კომენტარები

კომენტარი