ვინ არიან ქართველი მოსწავლეები, რომლებმაც ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვეს

42
SHARE

კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებმა ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე 3 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისიდან გაგზავნილი ოთხკაციანი გუნდიდან ნიკოლოზ ბირკაძემ – ოქროს, ხოლო თეიმურაზ თოლორაიამ და ბაქარ გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს, ხოლო გუნდის მეოთხე წევრ დავით ხვედელიძეს მედლამდე ცოტა დააკლდა.

საერთაშორისო ოლიმპიადა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში 88 ქვეყნის 327 მოსწავლე მონაწილეობდა.

FB კომენტარები

კომენტარი