ვინ არიან სამხედროები, რომლებმაც არხში გადავარდნილი ავტომანქანიდან 7 მგზავრი გადაარჩინეს (ვიდეო)

388
SHARE

მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის საავიაციო ბაზის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან სარწყავ არხში გადავარდნილი ავტომანქანიდან 7 სამხედრო მოსამსახურეებმა მგზავრი გადაარჩინეს.

სამოქალაქო გმირობა უმცროსმა სერჟანტმა – ლევან ფეტვიაშვილმა და რიგითებმა: გია მიქელაძემ, სულხან კვანჭიანიმა, არმენ ზორნიანმა და კაპრალებმა – ოლეგ დავითაძემ და რუსლან შაინიძემ ჩაიდინეს.

სამხედრო მოსამსახურეებმა 4 მოქალაქე და 3 მცირეწლოვანი ბავშვი ავტომანქანიდან უვნებლად გამოიყვანეს. მგზავრები გადაყვანილი არიან მარნეულის საავადმყოფოში – „ჯეო ჰოსპიტალში“. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

 

FB კომენტარები

კომენტარი