ვინ არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც გუშინ სპეცოპერაციისას დააკავეს

4593
SHARE

შსს-მ ღამის კლუბებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. დღევანდელ ბრიფინგზე, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ იმ 8 პირის ვინაობა გაასაჯაროვა, რომლებიც წუხელ სპეცოპერაციის დროს დააკავეს.
როგორც ცნობილი ხდება, პოლიციის მიერ დაკავებული პირები 1988 წელს დაბადებული ვაჟა ჟამუტაშვილი, 1992 წელს დაბადებული ლაშა მამულაშვილი, 1996 წელს დაბადებული ქეთი მურუსიძე, 1997 წელს დაბადებული მიხეილ მიქაძე, 1995 წელს დაბადებული ბორის დარახველიძე, 1994 წელს დაბადებული თორნიკე ჩუტკერაშვილი, 1994 წელს დაბადებული ჯემალ ელიავა და 1988 წელს დაბადებული გიორგი მამუკელაშვილი არიან. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ედება, რაც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულები კლუბებში, მათ შორის, “ბასიანსა” და “გალერიში”, ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ასაღებდნენ . როგორც დღეს, შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, კლუბში ნარკოტიკული საშუალების გასაღების თითოეულ ფაქტზე, პოლიციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი გააჩნდა. მოგვიანებით კი უწყებამ ვიდეოჩანაწერებიც გაავრცელა, რომლებშიც თბილისის ღამის კლუბებში ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტებია ასახული.

Comments

comments