ვინ არიან კირჩხიბები

275
SHARE

21 ივნისიდან მზე ანცი, ორსახოვანი, არაპროგნოზირებადი ტყუპის ზოდიაქოს ზუსტად ერთი წლით ტოვებს და ზოდიაქოს ერთ-ერთ კარდინალურ ნიშანს კირჩხიბს ესტუმრება. კირჩხიბი ზოდიაქოს მეოთხე ნიშანი გახლავთ, რომელიც თავის მხრივ ტრადიციებთან, ოჯახთან, ფესვებთან და წინაპრებთან ასოცირდება. აი, რატომ უყვართ კიბორჩხალებს ასე ძალიან საკუთარი გარემო და ხალხი ვის გვერდითაც იზრდებიან, თუნდაც ისინი რეალურად სულაც არ იმსახურებდნენ ამგვარ სიმპათიებს.

კირჩხიბის ზოდიაქოს სამედიცინო ასტროლოგიის მიხედვით კუჭს და საჭმლის მომნელებელ სისტემას განაგებს – ვისაც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებთან გქონიათ საქმე, ალბათ დამეთანხმებით, რომ საკვების თემა და კულინარია ნებისმიერი მათგანის აქილევსის ქუსლია. საჭმელსა და შიმშილობაზე საუბარი კი ნებისმიერ კირჩხიბში იწვევს პანიკას და შიშს. ყველა არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ქალი, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით იბადება ხშირად ოჯახში, საკვების სოლიდურ მარაგს ფლობს, რომელსაც ე.წ. “შავი დღისთვის” ინახავს, თუმცა კონკრეტულად როდის შეიძლება დადგეს ეს შავი დღე არც ერთმა კირჩხიბმა არ იცის, მაგრამ თვითგადარჩენის მძაფრი ინსტინქტი, რომელიც კიბორჩხალებს ზოგადად გააჩნიათ, თანად დიდი დოზით – უბიძგებს ამ ხალხს იმისკენ, რომ თავი დაიზღვიოს ნებისმიერ სიტუაციაში.

კირჩხიბი წყლის სტიქიის ნიშანია, ამიტომ ამ ხალხს, როგორც წესი, უზომოდ ემოციური ბუნება აქვს. ისინი საოცრად წყენიები და ბუტიები არიან, ვერ იტანენ ემოციურ სიცივეს და თავადაც ახასიათებთ სხვების მიმართ თავგადაკლული ზრუნვა, რომელიც ხშირად აკვიატებასა და მანიაშიც გადასდით ხოლმე. კირჩხიბს უყვარს საყვარელი ადამიანების “ცხრაკლიტულში” ჩასმა და ვაი იმას, ვინც მის ამგვარ ზრუნვას გააპროტესტებს.

როგორც ქალი ისე მამაკაცი კირჩხიბები, იდეალური მეორე ნახევრები და მეოჯახეები არიან. ამ ხალხისთვის ოჯახური სიმშვიდე და თბილი კერა ყველა კარიერულ მიღწევაზე უფრო პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. ამიტომ იშვიათად ნახავთ რეალურ ცხოვრებაში კირჩხიბს, რომელიც იმ შემთხვევაში თუ ჯერ კიდევ ცალად დააბიჯებს ამ ქვეყანაზე, საკუთარი ოჯახის შექმნასა და შვილების გაჩენაზე არ ოცნებობს. კარგად დააკვირდით – ოჯახი და შვილებია მისთვის პრიორიტეტული და არა პარტნიორი, როგორც ვთქვათ სასწორის შემთხვევაში. კირჩხიბი გვარის გაგრძელებაზე ორიენტირებული ნიშანია. ამიტომ მარტოხელა კირჩხიბები ალბათ ამ ქვეყნად ყველაზე უბედური ადამიანები არიან, თუ საერთოდ არსებობს ამგვარი ინდივიდი ბუნებაში.

ოჯახის წევრების, გემრიელად ჭამისა და უსაფრთხოების საკითხების შემდეგ კირჩხიბებს ცხოვრებაში ყველაზე პრიორიტეტული ფინანსების თემა გახლავთ. თავისი არსით კირჩხიბი არ არის მფლანგველი ნიშანი და ეს დამგროვებლობაც, ზუსტად რომ უსაფრთხოების გამძაფრებული მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს მის შემთხვევაში. კირჩხიბებს უყვართ ფულის შეგროვება, ამიტომ, როგორც წესი, სოლიდური დანაზოგი ეგულებათ ხოლმე ბანკში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძალიან გაუჭირდათ ფინანსურად. ზოდიაქოს ამ ნიშნით ძალიან ბევრი საქმოსანი და ბანკირი იბადება, ფულის გამომუშავების თემა კირჩხიბისთვის ძალზე პრიორიტეტული რამაა. ამასთან ერთად, ის არ განეკუთვნება მათ რიცხვს, ვისაც ფინანსების უთავბოლოდ განიავებისკენ გააჩნია მიდრეკილება. თუმცა, თუ საქმე ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს ეხებათ, კირჩხიბი მზადაა მთელი თავისი ქონება გაანიავოს.

ამ ხალხის დევიზია – “ხარისხი ჯობს რაოდენობას”. შესაბამისად, ძალიან ცოტა კირჩხიბი ხარჯავს ფულს იაფფასიან მომსახურებაში. თუმცა, სიამოვნებით გადაიხდის თანხებს იგი კომფორტში, კარგ საკვებში და სამოსში, რომელიც რეალურად ხარისხიანი და ბრენდულია. სხვაგვარად როგორ, ის არც ისე მდიდარია, რომ ფული იაფფასიან ნივთებზე გაანიავოს. თუმცა, კირჩხიბი, რომელიც გამუდმებით ფულზე წუწუნებს – ეს ჭეშმარიტად კლასიკური წარმომადგენელია თავისი ნიშნის. ფული და ფულზე საუბარი, კიბოს საყვარელი თემაა, მას პოპულარობით ოჯახის წევრებზე მოყოლილი ამბები თუ შეედრება კირჩხიბის შემთხვევაში.

ორივე სქესის კირჩხიბები მიდრეკილი არიან დეპრესიულობისგენ, რაც იქედან გამომდინარეობს, რომ კირჩხიბი ვერ იტანს წაგებას. შესაბამისად, იგი ყველა თავის ნაბიჯს გულდასმით გეგმავს და საზღვრავს. მაგრამ მოგეხსენებათ, ცხოვრებაში არ არსებობს გარანტიები, ამიტომ წაგება და მოგება მედლის ორი მხარე გახლავთ. ასტროლოგები ურჩევენ კირჩხიბს საკუთარ თავში მეტი ოპტიმისტური ხედვა გამოიმუშაოს. მას უნდა ახსოვდეს, რომ არაფერია მუდმივი. ამიტომ მის სამყაროშიც გამოანათებს ერთ დღეს მზე.

ჯანმრთელობის მხრივ კირჩხიბის სისუსტე კუჭი და ნერვული სისტემაა. ემოციური ბუნების გამო ეს ხალხი ხშირად იტანჯება სხვადასხვა ტიპის წყლულოვანი დაავადებით. ამასთან ერთად, მთვარის გავლენის გამო, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, კირჩხიბები ხშირად ვარდებიან ალკოჰოლიზმის და ნარკოტიკდამოკიდებულების საფრთხეში, რისი კონტროლიც მათ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანი თემაა, იმიტომ რომ, ბუნებით მიჯაჭვულობისკენ მიდრეკილი კირჩხიბი სავსებით შესაძლოა ხანგრძლივი ვადით დაუმეგობრდეს ნებისმიერ მავნე ჩვევას, რაც მისთვის აუცილებლად დასრულდება სავალალოდ.

განაგრძეთ  კთხვა ….http://www.astrologi.ge/astro-ambebi/4378-vin-arian-kirchkhibebi.html

FB კომენტარები

კომენტარი