“ვიაგრას“ სოლისტმა შეყვარებულის გამო მკერდი გაიდიდა

69
SHARE

მუსიკალური ჯგუფის – „ვიაგრას“ სოლისტმა ერიკა გერცერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ მკერდი პლასტიკური ოპერაციის მეშვეობით გაიდიდა.
მომღერალი, რომელიც საწინააღმდეგო სქესში ისედაც დიდი ყურადღებით სარგებლობს, ასეთ მსხვერპლზე სწორედ მამაკაცის გამო წავიდა. ოპერაცია მან ჯერ კიდევ მანამ გაიკეთა, სანამ პოპულარული ჯგუფის სოლისტი გახდებოდა.
მისი თაყვანისმცემლები ადრეც ეჭვობდნენ, რომ გერცერის მკერდი არ იყო ნამდვილი. თავად მომღერალი ამ ფაქტს არ მალავდა, თუმცა არც აფიშირებას უკეთებდა მას. ახლახან კი მან გულახდილად განაცხადა, რომ მისი შეყვარებულის თხოვნის გამო მას პლასტიკური ქირურგის დანის ქვეშ მოუხდა დაწოლა.
„ ჩემი შეყვარებული მდიდარი ოჯახიდან იყო და თავადაც კარგად გამოიმუშავებდა. ჩვენ ნახევარი წელი ვიცხოვრეთ ერთად. მას ძალიან უნდოდა, რომ მე გამეკეთებინა ოპერაცია და მკერდი გამედიდებინა. მე მაშინ ამისათვის საკმარისი ფული არ გამაჩნდა და მან დამიმატა თანხა. მეც ავდექი და პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად ბუდაპეშტში გავემგზავრე“,- აცხადებს ერიკა გერცერი.
12512101_1110165879028255_399251601_n 12506726_1110165915694918_809181602_n

FB კომენტარები

კომენტარი