“ვთვლი, რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს” – რას ჰყვება ალექსანდრე ზაზარაშვილი ქართულ მუსიკალურ კონკურსებზე

1467
SHARE

უკრაინული “ვოისის” გამარჯვებული, ალექსანდრე ზაზარაშვილი მარტში ჰოლივუდში მიწვევით მიემგზავრება.

ამის შესახებ   მან ჟურნალ სარკესთან ინტერვიუში ისაუბრა. გარდა ამისა “ვოისის ” გამარჯვებული საქართველოს მუსიკალურ კონკურსებში არსებულ სიტუაციაზეც ჰყვება.

ბევრი რამ ცუდად დამამახსოვრდა. თუმცა ძალიან კარგია, უარი რომ მივიღე. ასე უფრო მეტი შედეგი მივიღე. საქართველოში როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო, უნდა იცოდე, რომ “არას” გეტყვიან. მზად უნდა იყო, რომ ვიღაც ვიღაცის შვილი იქნება, ვიღაც ვიღაცის დედა და შენ უკან მოგიტოვებენ. სანამ ადამიანი უცხოეთიდან გამარჯვებული არ ჩამოვა, მანამ ყურადღებას არ აქცევენ. ჩემს შემთხვევაში ასე იყო. ყველას ვურჩევ, საზღვარგარეთ სცადონ ბედი, განსაკუთრებით – უკრაინაში.

საქართველოში კონკურსანტებს არიგებენ, რა უნდა თქვან და როგორ მოიქცნენ. უკრაინაში კი ბავშვებს აქეთ მოგვცეს არჩევანის უფლება, რას ვიმღერებდით. მენტორები თვითონ ავიჩიეთ და მერე ისინი გვამეცადინებდნენ. ჩვენთან თავისუფლად ვერაფერს აირჩევ. რამდენჯერ მიტირია, ეს სიმღერა ჩემი შესაფერისი არ არის-მეთქი. აქ ამას არავინ გეკითხება. მინდა ყველამ იცოდეს, ქართულ შოუებში რაც ხდება. ახლა აღარაფრის მეშინია და ასეთ სიმართლეს რომ ვამბობ, არ მაინტერესებს ის ადამიანები, რას იტყვიან ჩემზე. – ამბობს ზაზარაშვილი. შეგახსენებთ რომ ის 2016 წელს “ნიჭიერის” ნახევარფინალამდე მივიდა, 2018 წელს პროექტ “რანინაში” მონაწილეობდა, რომელსაც “ევროვიზიისთვის” ქართველი კონკურსანტი უნდა შეერჩია. ალექსანდრეს მეხუთე ადგილი ერგო, თუმცა “ევროვიზიისთვის” დაიწუნეს.

FB კომენტარები

კომენტარი